2022 წლის interchanGE ფესტივალი მთლიანად ეძღვნება უკრაინელ ხელოვანებს რომლებიც თავიანთი და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან.
interchanGE მულტიმედიური და თანამშრომლობითი პროექტების პლატფორმაა, იგი მოიცავს გამოფენებს, მუსიკალურ პერფორმანსებს, ლიტერატურულ პრეზენტაციებს და დისკუსიებს ევროპასა და აზიიდან.
Mirror Land, სარკისებრი სამყარო. იგი იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რაშიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უწევთ ცხოვრება.